ვიქტორია ახალგაზრდა ქალია, რომელიც ესპანეთიდან თითქოსდა გათხოვების მიზნით ჩამოვიდა. სინამდვილეში, იგი დაბრუნდა, რათა აღედგინა სამართლიანობა და გაეთავისუფლებინა შავი მონების ოჯახი, რომელმაც იგი ბავშვობაში გადაარჩინა სიკვდილს, გაზარდა, მაგრამ იძულებული გახდა გაეგზავნა ევროპაში, რადგან კანონით თეთრკანიან ქალს არ შეეძლო მონებთან ცხოვრება.