სერიალი „სიყვარულს მიღმა“ ახალი ქართული დრამაა, ორი ოჯახის საბედისწერო ისტორიის შესახებ. ტყუილი, ღალატი, შეცდომები, რომლებიც ხშირად დიდი სიყვარულის მიუხედავად უპატიებელია. საკუთარი თავის ძიება, საბედისწერო დილემები, სიმართლის თქმა – ეს ის გამოწვევებია, რომელიც სერიალის გმირებს მუდმივად აქვთ. ურთიერთობები, რომლებიც იდეალურობის ფასადის მიღმა ინგრევა. ისტორია ორი ოჯახის და მათ გარშემო არსებული ხალხის შესახებ ვითარდება.